2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. მთავრობის დადგენილებით, ჯარიმისგან გათავისუფლდება ათას 855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. საუბარია დაახლოებით ხუთი მილიონ 600 ათას ლარზე.
