პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, გაფორმდება შეთანხმება და დაიდება ხელშეკრულება. პრემიერის განცხადებით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოზე და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
