საქართველოს ფუტსალის თასის წლევანდელი გათამაშების ჩემპიონი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ გახდა
საქართველოს ფუტსალის თასის წლევანდელი გათამაშების ჩემპიონი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის მომზადებულმა გუნდმა „არმია“ 3-2 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის დუბლი ნიკოლოზ გაბრიჩიძემ შეასრულა, ერთი ბურთი კი რონინიოს ანგარიშზეა.
