ბათუმში, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მოწყობილი დაჯოლდოვება გაიმართა
ბათუმში, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე ეტაპის გამარჯვებული 20 სტარტაპის დაჯილდოება გაიმართა. თითოეულ გამარჯვებულს, 150 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო. პროგრამის ფარგლებში 235 სტარტაპია დაფინანსებული.
