შალვა პაპუაშვილი ვიქტორ სანიკიძეზე
ბრძოლა ფაშისტური მეთოდებით გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ყოველი ე.წ აღშფოთებული მოქალაქის უკან ნაციონალური მოძრაობის ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას. ასე იყო ვიქტორ სანიკიძის შემთხვევაშიც. ვაკის პარკში სანიკიძეს, რომელიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ორი ადამიანი დაუპირისპირდა. ერთი “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თამთა შამათავა იყო, მეორე კი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი მინისტრის, გოკა გაბაშვილის მოადგილე, გურამ სულხანიშვილი.
