ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ სატრანსფერო სიახლეები ყოველდღიურად იცვლება
ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ სატრანსფერო სიახლეები ყოველდღიურად იცვლება. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავს. სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ ანტონიო კონტესთვის გასული წლის სერია ას საუკეთესო ფეხბურთელი ხელშეუხებელია და იტალიელი სპეციალისტი გუნდის აშენებას მის გარშემო განიხილავს. მანამდე იწერებოდა, რომ პარი სენ ჟერმენი კვარაცხელიას სანაცვლოდ ნაპოლის 110 მილიონს, ხოლო თავად ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში თითქმის 10 მილიონ ევროს სთავაზობდა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს.
