ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ 3-ეტაპიან სამშვიდობო გეგმას დათანხმდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ 3-ეტაპიან სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ ნეთანიაჰუს მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ოფირ ფალკმა განაცხადა. მისივე თქმით, გეგმას ბევრი ხარვეზი აქვს და მასზე უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, თუმცა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელის მხარე ამ გეგმას დათანხმდა. ჯოზეფ ბაიდენმა ღაზის სექტორში ომის დასრულების სამ ეტაპიანი გეგმა გუშინ წარადგინა. გეგმა პირველ ფაზაში მოიცავს 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების ნაწილის გათავისუფლებას და ღაზის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელელი სამხედროების გაყვანას.
