დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ მხარდამჭერებმა მის კამპანიას 53 მილიონი დოლარი შესწირეს
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ მხარდამჭერებმა მის კამპანიას 53 მილიონი დოლარი შესწირეს. ამის შესახებ „ნიუ იორკ ტაიმსი“ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ნაფიცმა მსაჯულებმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ 34 ბრალდებაში ცნეს. თავად ტრამპი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
