უნგრეთში ვიქტორ ორბანის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა
უნგრეთში ვიქტორ ორბანის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. ბუდაპეშტის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რათა ევროპარლამენტის არჩევნების წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი პარტიისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა. ორბანმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და ევროპის ლიდერები მან ომში ჩაბმის მცდელობაში დაადანაშაულა. მწვავედ გააკრიტიკა უნგრელი მემარცხენეები, რომლებსაც სოროსის მიერ დაქირავებულები უწოდა.
