რომში პროპალესტინელი აქტივისტების აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
რომში პროპალესტინელი აქტივისტების აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები იტალიის დედაქალაქის ცენტრში მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის არჩევნების წინ, ბოლო მიტინგს მართავდა. მათ ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ და ახლო აღმოსავლეთში მოვლენების მიმართ მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
