შალვა პაპუაშვილის განცხადება
„ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და ამერიკის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. შალვა პაპუაშვილი ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ნედის, ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის „სირცხვილიას” წევრები სალომე ნიკოლეიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა.
