„ქალი ხელოვანი. ეპოქის სახე“ - გამოფენა ბუდაპეშტში
უნგრეთის დედაქალაქში, ცნობილ ხელოვნების ცენტრში „პეშტი ვიგადო“, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახვითი ხელოვნების გამოფენა „ქალი ხელოვანი. ეპოქის სახე“. გამოფენა წარმოაჩენს ქართველ ქალ მხატვართა ხელოვნებას ბოლო 100 წლის განმავლობაში. გამოფენა ბუდაპეშტში დაგეგმილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიებების ნაწილია, რომლის მთავარი საზეიმო დღეც, ივნისის თვეში, ამავე საგამოფენო სივრცეში უნდა აღინიშნოს.
