„პერსე პოლისმა“ ირანის ჩემპიონობა გიორგი გველესიანის ერთადერთი გოლით მოიპოვა
„პერსე პოლისმა“ ირანის ჩემპიონობა გიორგი გველესიანის ერთადერთი გოლით მოიპოვა. ქართველის გუნდმა „მეს რაფ სანჯანი“ ბოლო ტურში მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ქართველი მცველი მატჩის მიწურულს მწვრთნელმა შეტევაში ათამაშა და გიორგიმაც 85-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა. პერსე პოლისმა ირანის ჩემპიონობა მე-16-ედ მოიპოვა.
