ირანში პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დაარეგისტრირეს
ისტორიაში პირველად, ირანში პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დაარეგისტრირეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საუბარია ზოჰრე ელაჰიანზე, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. ის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატია. საპრეზიდენტო არჩევნები ირანში 28 ივნისს გაიმართება.
