არჩევნები ინდოეთში
ინდოეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის თანამდებობის მესამე ვადით დაკავების შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ მედია საშუალებებზე დაყრდნობით წერს, რომლებმაც ეგზიტპოლის მონაცემები გამოაქვეყნეს. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში მოდის „სახალხო პარტია“ ლიდერობს. მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური პარტიების ალიანსია, რომელსაც რაჰულ განდი უდგას სათავეში. ინდოეთში არჩევნები 7 ეტაპად გაიმართა და 6 კვირა გრძელდებოდა. ოფიციალური შედეგები 4 ივნისს გახდება ცნობილი.
