გერმანიის უმსხვილესი პარტია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა
გერმანიის უმსხვილესი პარტია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის თავდასხმის ორგანიზატორი და რა ზიანი მიადგა პარტიას. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
