ვიქტორ ორბანის მხარდამჭერთა აქცია
უნგრეთში ვიქტორ ორბანის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. ბუდაპეშტის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რათა ევრო პარლამენტის არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი პარტიისთვის გამოეცხადებინა მხარდაჭერა. ორბანმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ევროპის ლიდერები მან ომში ჩაბმის მცდელობაში დაადანაშაულა და მწვავედ გააკრიტიკა უნგრელი მემარცხენეები, რომლებსაც სოროსის მიერ დაქირავებულები უწოდა.
