ზელენსკი „შან გრილას დიალოგის“ ფორმატში იღებს მონაწილეობას
სინგაპურში საგანგებო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის შემდგომი დახმარების, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხები განიხილეს. სინგაპურში ზელენსკი „შან გრილას დიალოგის“ ფორმატში იღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში ის ამერიკის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინსაც შეხვდა.
