„ბრიუსელ სიგნალის“ სტატია
„საქართველოს გამჭვირვალობის კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება“- სტატიას გამოცემა „ბრიუსელ სიგნალი“ აქვეყნებს. სტატიის ავტორი ენტონი კონსტანტინი საქართველოში „გამჭვირვალობის” კანონის მიღებაზე დასავლეთის პასუხს გასაკვირს უწოდებს. სტატიაშია წერია, რომ კანონი მსგავსია ამერიკის FARA-სი, რომელიც მოქმედებს 1938 წლიდან და გულისხმობს, რომ ამერიკულ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური წყაროებიდან შემოსული ფული უნდა იყოს გამჟღავნებული. სტატიაში ასევე ვკითხულობთ გასაკვირია, რომ კანონის მოწინააღმდეგეები ფაქტობრივად აღიარებენ, რომ დასავლური ენჯეოები „ქართული ოცნების“ დამარცხების ერთადერთი საშუალებაა და მათ უნდა მიიღონ უცხოური ფული, რათა ეს მოხდეს. გამჭირვალობის კანონი, რომ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება ამაზე უმრავლესობის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ საუბრობენ.
