ირაკლი კობახიძის განცხადება
პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლიეტუვაში როდესაც იბარებენ საქართველოს ელჩს საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას. მანვე ესტონეთის პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში აქციაზე გამოსვლას შეეხებოდა, გაუგებარი უწოდა.
