თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე
ნაციონალურ მოძრაობაში ინციდენტის რაიმე წინა პირობაზეც, არ საუბრობენ თუმცა ქრონიკამ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია და სამი ვიდეო ჩანაწერი, რომლებიც აბსოლუტურად სხვა რეალობას ასახავს. პირველსა და მეორე ვიდეო ჩანაწერებს შორის დაახლოებით ნახევარ საათიანი ინტერვალია. პირველ ვიდეოში ჩანს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება დაცვის თანამშრობლებსა და ახალგაზრდებს შორის. დაცვის თანამშრომლებს ხელში უჭირავთ ეგრეთ წოდებული ბიტები და ერთამენთს იარაღის სროლისკენ მოუწოდებენ, ხოლო ახალგაზრდა ერთერთის მისამართით საღებავის ქილას ისვრის. ქრონიკის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომლებმა ბეისბოლის ბიტებით სასტიკად სცემეს 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც სხვადასცვა წარწერებს აკეთებდა „ნაცმოძრაობის“ ოფისზე და რომელმაც, ვიდეოშიც ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელს საღებავის ქილა ესროლა. ბუნებრივია ამის ამსახველი ვიდეო კადრები დეტალურად აქვთ დაფიქსირებული ნაც მოძრაობის ოფისზე დამონტაჟებულ ვიდეო კამერებს.
