რა უძღოდა წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთა მომხდარ დაპირისპირებას - „ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ საუბრობენ ინციდენტის რაიმე წინაპირობაზე, თუმცა „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია და სამი ვიდეო ჩანაწერი, რომლებიც აბსოლუტურად სხვა რეალობას ასახავს. პირველსა და მეორე ვიდეო ჩანაწერებს შორის დაახლოებით ნახევარ საათიანი ინტერვალია. პირველ ვიდეოში ჩანს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება დაცვის თანამშრომლებსა და ახალგაზრდებს შორის. დაცვის თანამშრომლებს ხელში უჭირავთ ეგრეთ წოდებული ბიტები და ერთმანეთს იარაღის სროლისკენ მოუწოდებენ, ხოლო ახალგაზრდა ერთ-ერთის მისამართით საღებავის ქილას ისვრის. ქრონიკის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომლებმა ბეისბოლის ბიტებით სასტიკად სცემეს 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც სხვადასხვა წარწერებს აკეთებდა ნაც მოძრაობის ოფისზე და რომელმაც ვიდეოშიც ჩანს რომ დაცვის თანამშრომელს საღებავის ქილა ესროლა. ბუნებრივია ამის ამსახველი ვიდეო კადრები დეტალურად აქვთ დაფიქსირებული ნაც მოძრაობის ოფისზე დამონტაჟებულ ვიდეო კამერებს
