შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი დაიბარეს. მიზეზი საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და გამჭვირვალობის კანონის შესახებ ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთა არადიპლომატიური ქმედებები და გამონათქვამებია. რა უთხრეს ელჩს სამინისტროში, ანდრიუს კალინდრა „ქრონიკასთან“ არაფერს ამბობს. ის, რომ ლიეტუველ ხალხთან საქართველოს განსაკუთრებული სითბო და კავშირი აქვს, ეს დღეს თბილისში კიდევ ერთხელ ითქვა, თუმცა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების ქცევა, საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
