ძალადობრივი შინაარსის ვიდეომასალა სააგენტო „ჯემნიუსის“ ფეისბუქ გვერდზე აღარ იძებნება
„84 მოღალატე- 84 ტყვია კეფაში“- ამ ძალადობრივი შინაარსის ვიდეომასალა სააგენტო „ჯემნიუსის“ ფეისბუქ გვერდზე აღარ იძებნება. წაშლის გადაწყვეტილება საინფორმაციო სააგენტომ, განმარტებასთან ერთად, „ქრონიკის“ კითხვის პასუხად გაავრცელა. მანამდე იყო პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო განცხადება და მიმართვა დონორებისადმი, რომელთა შორის საელჩოებიც არის. რა მიზანს ემსახურებოდა ძალადობრივი გზავნილის შემცველი კადრების გამოქვეყნება - ჯემნიუსის პოზიცია და აშშ-ს საელჩოს განმარტება.
