უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო სულ უფრო უახლოვდება ომს. ვიქტორ ორბანის თქმით, ნატოს გეგმები, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს უკრაინის ომში მეხანძრეს ჰგავს, რომელიც ხანძრის ჩაქრობას ცეცხლმფრქვევით ცდილობს. ორბანი წინააღმდეგია, რომ უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთზე თავდასხმების უფლება ჰქონდეს და ალიანსის წევრებმა უკრაინაში სამხედროები გააგზავნონ. აბსურდულია ის, რომ ნატო, ჩვენი დაცვის ნაცვლად, მსოფლიო ომში გვითრევს, აცხადებს ვიქტორ ორბანი.
