უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკული იარაღი ფრონტის ხაზამდე სრული მოცულობით ამ დრომდე არ ჩასულა
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკული იარაღი ფრონტის ხაზამდე სრული მოცულობით ამ დრომდე არ ჩასულა. ზელენსკის თქმით, შეიარაღების ნაკლებობაა ხარკოვის მიმართულებით, სადაც ოკუპანტმა ახალი ფრონტი გახსნა და მძიმე საბრძოლო მოქმედებებია. გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საკუთარი არმიის მომარაგება გაცილებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. პარალელურად, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ უკრაინა ამერიკული იარაღით რუსეთზე პირველ იერიშებს უახლოეს საათებში ან დღეებში დაიწყებს. ვაშინგტონის მიერ ამერიკული იარაღის რუსეთზე თავდასხმების გამოყენებაზე ვაშინგტონიდან ნებართვის მიღება ზელენსკის პრესმდივანმა უკვე დაადასტურა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს მხოლოდ ხარკოვის ოლქის სიახლოვეს დარტყმების ნება დართო.
