ქუთაისში, სამხედრო ლიცეუმში მეცამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 80-მა კადეტმა დაამთავრა. ქუთაისში, სამხედრო ლიცეუმში მეცამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.
