ხმაურისა და პროტესტის ფონზე გაიმართა ზუგდიდის საკრებულოს სხდომა
ხმაურისა და პროტესტის ფონზე გაიმართა ზუგდიდის საკრებულოს სხდომა. მმართველ გუნდს გახარიას პარტია და ფრაქცია „ახლის“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იყო ინიცირებული, თუმცა სხდომა ჩაიშალა. ხმაური სხდომის დაწყებისას რეგისტრაციის პროცედურებს მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, მმართველი გუნდი ცდილობს ნაციონალურ მოძრაობასთან პოლიტიკური გარიგებით საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას, ამის პასუხად კი მმართველ გუნდში ოპოზიციურ პარტიებს უახლოეს პოლიტიკურ წარსულს ახსენებენ. მათი განცხადებით, გახარიას პარტიისა და „ახლის“ წევრებმა თანამდებობები გარიგების შედეგად გადაინაწილეს
