საფრანგეთში დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ - შეფასებები
საფრანგეთში დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ. ტექსტი შერეულმა პარიტეტულმა კომისიამ განიხილა. კანონი ითვალისწინებს უცხო ძალის სახელით/სასარგებლოდ მოქმედ პიროვნებათა რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლებიც გავლენას ახდენენ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. პროცესს „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“ აკონტროლებს. ტექსტში შენარჩუნებულია სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული რამდენიმე შესწორება. მათ შორის, ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გაზრდას საკუთრებაზე ან პირებზე თავდასხმისთვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია „უცხოური ინტერესების გატარების მიზნით“. დანაშაულისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ისჯებოდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასჯელი, ექვს წლამდე გაიზრდება. აქამდე ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთით დანაშაულის ჩამდენს კი უვადო პატიმრობა ემუქრება. ზოგადად, კანონით, უცხო სახელმწიფოს სახელით ჩადენილი დანაშაული უფრო მკაცრად დაისჯება. კანონპროექტს საბოლოოდ უახლოეს დღეებში მიიღებენ, სავარაუდოდ ორშაბათს სენატის და ოთხშაბათს ასამბლეის მიერ კენჭისყრის შემდეგ. ამ ფონზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება საქართველოში.
