შევიწროებისა და წნეხის კამპანია
ბოლო პერიოდში მიმდინარე შევიწროებისა და წნეხის კამპანიაზე კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე ახადებს, რომ ყოველი ინციდენტის უკან კონკრეტული აქტივისტები დგანან.მისი თქმით, საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და მაგალითად მოჰყავს მათ შორის თავდასხმა დეპუტატ ელისო ბოლქვაძეზე. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს ,აეროპორტში თურმე შემთხვევით აღმოჩნდა ანა დოლიძის და. პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს ასევე ვიქტორ ჯაფარიძის შემთხვევაზე, სადაც აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც არის ყოფილი პოლიციელი და მეგის ქარდავას კადრი.
