პარლამენტის თავმჯდომარე საინფორმაციო სააგენტო „ჯემნიუსის“ მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეომასალას ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე საინფორმაციო სააგენტო „ჯემნიუსის“ მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეომასალას ეხმაურება. საუბარია თბილისში, ერთ-ერთ ხიდზე გაკეთებულ წარწერებზე, რომელიც ძალადობრივ და სიცოცხლისთვის საშიშ მოწოდებებს შეიცავს. აქვე გეტყვით, რომ „ჯემ ნიუსს“ საკუთარ გვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში ჰყავს შეყვანილი აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თვმჯდომარე ამბობს, რომ კითხვები ჩნდება ევროკავშირის მისამართით, რადგან სწორედ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული „ჯემ ნიუსი“.