საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა
საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის "კოლანჯელო ენდ პარტნერის" წარმომადგენელი. ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები კახეთსა და ქართლში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრნენ და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ. სტუმრებმა როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოებიც დააჭაშნიკეს.
