პოლიციის დღე
პოლიციის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიება საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
