ჩინეთი იმუშავებს საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწრაფ განვითარებას
ჩინეთი იმუშავებს საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწრაფ განვითარებას - ეს მთავარი გზავნილია ღონისძიებიდან, რომელიც პეკინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
