ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - სხდომაზე ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მიზეზი უცხო სატელეფონო ზარები და ქუჩებში გაკეთებული სხვადასხვა შინაარსის წარწერები გახდა. დაპირისპირების დროს ისმოდა ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი მიმართვები.
