სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს მხარი დაუჭირა
სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს მხარი დაუჭირა. პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მისივე განმარტებით, რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული საკითხის გადაწყვეტაა.
