დაჯგუფება "ჰამასი" მზადაა „სრულ შეთანხმებას“ დათანხმდეს თუკი ისრაელი ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს შეწყვეტს
დაჯგუფება "ჰამასი" მზადაა „სრულ შეთანხმებას“ დათანხმდეს, მათ შორის მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების, ყოვლისმომცველი გარიგების ჩათვლით, თუკი ისრაელი ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია "ჰამასმა" სამშვიდობო მოლაპარაკების შუამავლებს მიაწოდა. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, დაჯგუფება მომავალში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
