ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით ყოველწლიურად 40 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს
ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით ყოველწლიურად 40 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს. ცნობას ამის შესახებ ნატოს წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს და იუწყება, რომ იენს სტოლტენბერგი უკრაინისთვის სპეციალური ფონდის შექმნის ინიციატივით მოკავშირეებს დღეს, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიმართავს. მინისტერიალს პრაღა უმასპინძლებს.
