ოკუპანტის იერიში
რუსული საოკუპაციო ძალების სარაკეტო იერიშის სამიზნეში ღამით ხარკოვში 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მოექცა. დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 12. მათ შორის 2 ბავშვია. საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა კვლავ ორმაგი დარტყმის ტაქტიკა გამოიყენეს, მეორე იერიში მაშინ მიიტანეს, როცა ადგილზე ექიმები, მაშველები და სამართალდამცველები მუშაობდნენ.
