ჩინეთის ელჩის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით წამოწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტაივანიდან და აშშ-დან დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები აწარმოებენ
ჩინეთის ელჩის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით წამოწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტაივანიდან და აშშ-დან დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები აწარმოებენ. დიპლომატის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა გარდამტეხი იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში. შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც.
