იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო. რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან გუიჯოუს პროვინციის მთავრობის წარმომადგენლები. დელეგაცია საქართველოში და კონკრეტულად იმერეთში არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩამოვიდა . სტუმრები ეცნობიან რეგიონის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს .
