მოლდოვაში ხუთი ტელეარხი დახურეს
მოლდოვის მთავრობამ, 5 ტელეარხს მაუწყებლობის ლიცენზია შეუწყვიტა. მთავრობის განცხადებით, ისინი საეჭვო წყაროებიდან ფინანსდებიან. საქმე ეხება არხების მფლობელ სამ კომპანიას, რომლებმაც საბანკო ანგარიშებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ სრული ინფორმაცია არ წარადგინეს. კომპანიების შემოწმების შემდეგ, ინვესტიციური პროექტების საბჭომ დაადგინა, რომ ტელეარხები თანხებს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალდებული და გასამართლებული ორი ბიზნესმენისგან იღებდნენ. ესენი არიან პარტია „შორის“ დამფუძნებელი ილან შორი და ყოფილი დეპუტატი ვლადიმერ პლახოტნიკოვი. ორივემ სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, მოლდოვის ტერიტორია დატოვა
