მოლდოვის მთავრობამ ხუთ ტელეარხს მაუწყებლობის ლიცენზია შეუწყვიტა
მოლდოვის მთავრობამ ხუთ ტელეარხს მაუწყებლობის ლიცენზია შეუწყვიტა. მთავრობის განცხადებით, ისინი საეჭვო წყაროებიდან ფინანსდებიან. საქმე ეხება არხების მფლობელ სამ კომპანიას, რომლებმაც საბანკო ანგარიშებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ სრული ინფორმაცია არ წარადგინეს. კომპანიების შემოწმების შემდეგ ინვესტიციური პროექტების საბჭომ დაადგინა, რომ ტელეარხები თანხებს მოლდოვაში გასამართლებული ორი ბიზნესმენი ურიცხავდა- პარტია „შორის“ დამფუძნებელი და 15 წლით პატიმრობა მისჯილი ილან შორი და თანხების გათეთრებასა და თაღლითობაში დადანაშაულებული ყოფილი დეპუტატი ვლადიმერ პლახოტნიკოვი. ორივემ სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, მოლდოვის ტერიტორია დატოვა
