ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა. 260 მეტრიანი მონაკვეთი, ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება და გათვალისწინებულია ველობილიკიც. პროექტის ჯამური ღირებულება 36 მილიონ ლარს აღემატება. საავტომობილო ხიდი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნეს. ხიდის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა
