2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა
2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ღია ბიუჯეტის ინდექსი, ასევე, აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც რეიტინგში საქართველო 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა. ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით, 2021 წლის კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია. შეფასება 74 ქულიდან გაიზარდა 83 ქულამდე, ხოლო რეიტინგით საქართველომ 21-ე ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველომ ბიუჯეტის შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან, სრულად გამჭვირვალე ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოების ჯგუფში გადაინაცვლა - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი წერს
