ნინო წილოსანი ფონდ „ფეა თრიიზის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
ნინო წილოსანი ფონდ „ფეა თრიიზის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. შესაბამისი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ Facebook-ზე გამოაქვეყნა. „გამჭვირვალობის კანონი მიღებულია. ახლა გამოჩნდება რომელი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის არის რეალურად უპირატესი ის საქმე, რომელსაც ემსახურება და ვისთვის უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური პოზიციონირება და პოლიტიკური მიზნები“, - წერს წილოსანი.