2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსი - შალვა პაპუაშვილის შეფასება
2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ 2012 წლიდან, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველომ ბიუჯეტის შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან სრულად გამჭვირვალე ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოების ჯგუფში გადაინაცვლა„.
