პრემიერი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე დღეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში უწყების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძე სამინისტროს თანამშრომლებს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და ჯანსაღი დისკუსია მნიშვნელოვანია. შეხვედრა კითხვა-პასუხით წარიმართა
