შეუთანხმებელი ქმედება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას საქართველოში ვიზიტი და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლა საკუთარ მთავრობასთან არ შეუთანხმებია. კითხვა კაი კალასს პარლამენტში დაუსვეს. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ ცაჰკნას განცხადებას არ შეაფასებს, ქართველ ხალხს კი სოლიდარობას უცხადებს. მიიჩნევს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე გამოსვლას სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად - ეს და გამჭვირვალობის შესახებ კითხვა კი კალასმა უპასუხოდ დატოვა
