„ტელეგრაფი“: ვაშინგტონში ნატოს წლევანდელ სამიტზე უკრაინას ალიანსში გაწევრიანების გზაზე წინსვლა არ ექნება
ვაშინგტონში ნატოს წლევანდელ სამიტზე უკრაინას ალიანსში გაწევრიანების გზაზე წინსვლა არ ექნება. ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს გამოცემა „ტელეგრაფი“. სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააფრთხილეს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ ნატოსგან შეუძლებელი არ მოითხოვოს. ალიანსი ომში მყოფი ქვეყნის გაწევრიანებას რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით არ გეგმავს. ნატოს სამიტი წელს ვაშინგტონში, 9-11 ივლისს გაიმართება
